Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია თსუ-სა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აგრძელებს ირანისტიკის მიმართულების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა მხარდაჭერას; ამ მიზნით, აღნიშნული მიმართულების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს სრულად დაუფინანსდებათ სწავლის გადასახადი, სამივე საფეხურის სტუდენტებს შეეძლებათ სპარსული ენის შემსწავლელ კურსებზე დასწრება ირანის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში კვლევისა თუ სწავლის გაგრძელების პერსპექტივით. 

 

დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ, მიმართონ ირანისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, ასოც. პროფ. თეა შურღაიას  (საკონტაქტო ელ. ფოსტა: tea.shurghaia@tsu.ge).

 

დაწვრილებითი ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამებისა და დაფინანსების შესახებ  იხ. დანართში